26.04.2024 | 08:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენის თქმით, მას არ სჯერა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გარისკავს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"არ ფიქრობ, რომ პუტინი ამას გააკეთებს. ვფიქრობ, ის უპასუხისმგებლოდ საუბრობს ამაზე, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ამბობს, რომ მან შესაძლოა, ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს", – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა თავი შეიკავა იმაზე საუბრისგან, თუ რა იქნება აშშ-ის პასუხი იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მუქარას მაინც შეასრულებს. თუმცა ბაიდენის განმარტებით, მსგავსი სცენარის შემთხვევაში, პენტაგონს სხვადასხვა ვარიანტი აქვს შემუშავებული.

დღის გადაცემები