19.04.2024 | 17:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
The Washington Post - ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთთან მოლაპარაკების მიმართ ღიაობა გამოხატონ

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს პირად საუბრებში მოუწოდებს, გამოხატონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებების მიმართ და უარი თქვან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საჯაროდ იმ განცხადებების გაკეთებაზე, რომელიც დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებას ჩამოშორდება. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Washington Post ავრცელებს.

გამოცემა საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს მოთხოვნა არ გაკეთდა უკრაინის მოლაპარაკებებში ჩართვის იძულების მიზნით, არამედ ესაა მცდელობა შენარჩუნდეს მხარდაჭერა იმ ქვეყნებში, რომლებიც შეშფოთებულნი არიან პუტინის ომის გავლენით მსოფლიო ეკონომიკაზე და ასევე, ღელავენ ბირთვული ომის საფრთხის გამო.

The Washington Post -ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეზე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის გადაცემები