24.04.2024 | 17:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
The New York Times-ის გამოკითხვა: "დემოკრატიული პარტიის" მხარდამჭერთა უმეტესობას 2024 წლის არჩევნებში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის ხილვა არ სურს

"დემოკრატიული პარტიის" მხარდამჭერთა უმეტესობამ განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის ხილვა არ სურს. აღნიშნულს გაზეთ The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, "დემოკრატიული პარტიის" გამოკითხულ მხარდამჭერთა 64%-მა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა კანდიდატის ხილვა სურს. ამასთანავე გამოკითხულთა 26% მხარს უჭერს ჯო ბაიდენის კანდიდატურას.

კითხვაზე, თუ რატომ დაუჭერდნენ მხარს ახალ კანდიდატს, გამოკითხულთა 33%-მა მთავარ მიზეზად დაასახელა ასაკი, 32%-მა - სამუშაოს შესრულება, 12%-მა - ახალი კანდიდატის სურვილი და 10%-მა აღნიშნა, რომ ბაიდენი საკმარისად პროგრესული არ არის.

The New York Times-Siena College-ის გამოკითხვა 5-დან 7 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 849 რესპონდენტმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილება 4.1%-ს შეადგენს.

დღის გადაცემები