24.04.2024 | 22:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენის სახლში კიდევ 5 საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადვოკატმა განაცხადა, რომ დელავერის სახლში საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ხუთი გვერდი აღმოაჩინეს. ისინი დაუყოვნებლივ იუსტიციის დეპარტამენტს გადაეცა. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს

პრეზიდენტის იურიდიულმა ბიურომ აღიარა, რომ ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდიდან შემორჩენილი საიდუმლო დოკუმენტები მის დელავერის სახლშიც აღმოაჩინეს. მათ შორის, ზოგიერთი მათგანი ავტოფარეხში ინახებოდა.

სპეციალური პროკურორის, რიჩარდ საუბერის თქმით, იგი ბაიდენის დელავერის სახლში მივიდა, რათა იუსტიციის დეპარტამენტისთვის იქ აღმოჩენილი დოკუმენტი გადაეცა.

რესპუბლიკური პალატის კომიტეტის წევრები, ასევე, სოციალურ ქსელში წერენ, "კიდევ რამდენ საიდუმლო დოკუმენტს იპოვიან ჯო ბაიდენის სახლში?"

საუბერმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადვოკატმა იმოქმედა დაუყოვნებლივ და გადასცა ყველა ნაპოვნი დოკუმენტი შესაბამის ორგანოებს.

ბაიდენის პირადმა ადვოკატმა ბობ ბაუერმა განცხადებაში თქვა, რომ ბაიდენმა ადვოკატებს დაავალა, რომ სრულად ითანამშრომლონ ეროვნული არქივისა და ჩანაწერების ადმინისტრაციასთან და იუსტიციის დეპარტამენტთან დოკუმენტებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ჯამში ნაპოვნია ოცამდე საიდუმლო დოკუმენტი. მათი ნაწილი "პენ ბაიდენის ცენტრის ოფისში" აღმოაჩინეს, ხოლო ნაწილი ბაიდენის დელავერის სახლში. 

დღის გადაცემები