18.04.2024 | 16:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინისათვის აშშ-ის სამომავლო დახმარების პერსპექტივებზე, თუ "რესპუბლიკელები" კონგრესის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინისათვის აშშ-ის სამომავლო დახმარების პერსპექტივებზე, თუ „რესპუბლიკელები“ კონგრესის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებენ.

მანამდე ამერიკულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინისათვის აშშ-ის დაფინანსებას შეამცირებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას 17.5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გამოუყო.

აშშ-ის კონგრესში შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება. ამჟამად "დემოკრატებს" კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა აქვთ.

დღის გადაცემები