25.04.2024 | 23:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თეთრი სახლი - G20-ის სამიტზე ბაიდენი ლავროვს არ შეხვდება

G20-ის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას არ გეგმავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ბალიზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არყოფნა ბაიდენის დღის წესრიგზე გავლენას არ მოახდენს. 

"პრეზიდენტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას არ გეგმავს. პრეზიდენტი ინდონეზიაში მიემგზავრება თავისი დღის წესრიგის შესრულებისთვის და ამას გააკეთებს იმის მიუხედავად, თუ რა შემადგენლობით იქნება რუსეთი წარმოდგენილი", - განაცხადა სალივანმა. 

ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება. 

დღის გადაცემები