25.04.2024 | 03:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

"სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 7 დეკემბერს, 17:00 საათიდან და 8 დეკემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე. იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს, სამხედრო პატივით, 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

დღის გადაცემები