24.04.2024 | 17:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რიკარდ იოზვიაკი: "კანდიდატი სტატუსი უკრაინასა და მოლდოვისთვის ახლა, რასაც თან სდევს შესასრულებელი პირობები. საქართველოსთვის კი პირობები ახლა და კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი შემდეგ"

"რადიო თავისუფლების" პრაღის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ახლავე უნდა მიანიჭოს, თუმცა მათ შემდეგ გარკვეული პირობების შესრულება მოუწევთ, რათა გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე ანუ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ.

რაც შეეხებ საქართველოს, იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისია ამ შემთხვევაში რეკომენდაციას პირიქით გასცემს: საქართველოს ჯერ გარკვეულ პირობებს დაუწესებენ, ხოლო მათი შესრულების შემთხვევაში თბილისს ექნება შანსი რომ მომავალში მიიღოს სტატუსი, რომელსაც მოლდოვასა და უკრაინას ახლავე აძლევენ.

"ევროკომისიამ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას: კანდიდატი სტატუსი უკრაინასა და მოლდოვისთვის ახლა, რასაც თან სდევს შესასრულებელი პირობები. საქართველოსთვის კი პირობები ახლა და კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი შემდეგ, რასაც განიხილავს ევროსაბჭო შემდეგ კვირას" – წერს რიკარდ იოზვიაკი.

 

დღის გადაცემები