26.04.2024 | 21:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Bloomberg: ევროკომისია უკრაინისათვის გამოყოფილი 1.5 მილიარდი ევროს სესხს ბლოკავს - პრობლემურ საკითხად უკრაინის დეფოლტის რისკები სახელდება

ევროკომისია უკრაინისათვის გამოყოფილი 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ბლოკავს, ვინაიდან პრობლემურ საკითხად უკრაინის დეფოლტის რისკები სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, თუ უკრაინა ვერ შეძლებს ვალდებულების მომსახურებას, ევროკავშირი მზად უნდა იყოს ზარალის მისაღებად და სესხის გაცემამდე დაზღვევის შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.

კერძოდ, სესხის დანაკარგის რეზერვის სახით ევროკომისია თანხის საერთო მოცულობის 9%-ს მოითხოვს, თუმცა ამ შემთხვევაში, საუბარია 70%-იან რეზერვზე, რაც უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ ევროკომისიის საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნულ სესხს დეფოლტის მაღალი რისკის ზონაში განიხილავს.

ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ უკრაინაში დეფოლტის შემთხვევაში, მიღებული ზარალი დაიფარება და ევროკომისია ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს ეძებს ამ სესხთან დაკავშირებული ზოგიერთი დამატებითი რისკის გასაზიარებლად.

დღის გადაცემები