26.04.2024 | 18:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი მიიღო

ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი მიიღო. ამის შესახებ "ეხო კავკახა"იუწყება. 

ამ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2016 წელს შეიტანა. 2022 წლის ოქტომბერში ევროკომისიამ ბოსნიისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით ევროპულ კომისიას მიმართა.

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ბოსნიაში რადიკალური რეფორმების გატარების იმედით არიას მიღებული.

ბოსნია და ჰერცეგოვინა - ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა. იქ ჯერ კიდევ იგრძნობა 1990-იანი წლების ომის შედეგები. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს ბოსნიელი მუსულმანები შეადგენენ, 30%-ს სერბები და დაახლოებით 15%-ს - ხორვატები. ქვეყანას 8 თვეში ერთხელ ამ სამი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი რიგრიგობით მართავს.

დღის გადაცემები