26.04.2024 | 07:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ლინას ლინკევიჩუსი: "ევროკავშირმა მეტი ფული მიმართა რუსეთისკენ ნავთობის, გაზისა და ნახშირის საყიდლად, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად"

ლიეტუვას თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ორგანიზაციამ მეტი ფული რუსეთისკენ მიმართა გაზისა და ნავთობის სანაცვლოდ, ვიდრე უკრაინისკენ. ამის შესახებ დიპლომატმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

შედეგად, მისი თქმით, ევროპაში ენერგორესურსებზე ფასები იზრდება, რუბლი კი - მყარდება.

"მზადდება სანქციების მეშვიდე პაკეტი. ვის აინტერესებს ეს? ევროკავშირმა მეტი ფული მიმართა რუსეთისკენ ნავთობის, გაზისა და ნახშირის საყიდლად, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად. ნავთობზე ფასი იზრდება. რუბლი სულ უფრო მყარდება. ზოგიერთები ჯერ ისევ შეშფოთებულები არიან "პროვოკაციული" შეზღუდვებით. სამწუხაროა",- განაცხადა ლინკევიჩუსმა.

დღის გადაცემები