19.04.2024 | 00:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ერდოღანი: "თურქეთი აწარმოებს გლობალურ ურთიერთობებს და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს"

თურქეთს არ აქვს ფუფუნება ჩაიკეტოს, იზოლირდეს გარესამყაროსგან და შორიდან უყუროს თავის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, ის აწარმოებს გლობალურ ურთიერთობებს, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ანკარას პოლიტიკა "კონსტრუქციული და აქტიურია".

"ზოგიერთი ცდილობდა, ჩვენი საგარეო პოლიტიკური ინიციატივები წარმოეჩინა როგორც ღერძიდან გადახრა, კურსის შეცვლა. თუმცა, თურქეთი ღერძიდან კი არ იხრება, არამედ აძლიერებს საკუთარ ღერძს მსოფლიოში, ერთდროული, განსხვავებული დიპლომატიური ურთიერთობებით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი "არ ისწრაფვის სხვა ქვეყნებთან ესკალაციისკენ" და "არც ზეწოლას დაემორჩილება, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის".

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის შესახებ, ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთმა არჩია მშვიდობა, დიალოგი და "სამართლიან მსაჯად" ყოფნა.

"ორივე ქვეყანასთან ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენ ვამჯობინეთ ბრძოლა ომის დასასრულებლად, ცეცხლის გაღვივებისა და წაქეზების ნაცვლად", - თქვა მან.

დღის გადაცემები