26.04.2024 | 13:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, კიევისგან და მოსკოვისგან ელიან, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას განაგრძობენ

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ოფიციალური ანკარა ელის კიევისგან და მოსკოვისგან, რომ ისინი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

"ჩვენ ველით, რომ ისინი დაემორჩილებიან მათ მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას და იმოქმედებენ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობის შესაბამისად", - განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ მექანიზმის ოპერატიული ასპექტი კოორდინირებული იქნება სტამბოლის ცენტრიდან, ყველა მხარის წარმომადგენლებთან ერთად.

ცნობისთვის, გასულ კვირას ერთი მხრივ უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ, მეორე მხრივ კი რუსეთმა, თურქეთმა და გაერომ ხელი მოაწერეს უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტთან დაკავშირებულ შეთანხმებას.

დღის გადაცემები