19.04.2024 | 05:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთში მიწისძვრის შედეგად ზარალმა 100 მლრდ დოლარს გადააჭარბა

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 100 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას საერთო ჯამში 52 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა განაცხადა.

ზარალის ოდენობა 3 -ჯერ აღემატება მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის მიხედვით მიწისძვრამ თურქეთს 34,2 მლრდ-ის ზარალი მიაყენა. ყველაზე მეტად ჰათაის პროვინცია დაზარალდა, სადაც ასიათასობით სახლი დაინგრა.

მომავალ კვირას ბრიუსელში ფინანსური დონორების კონფერენცია უნდა ჩატარდეს, სადაც თურქეთის ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხები იქნება განხილული.

დღის გადაცემები