26.04.2024 | 14:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთმა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. სკანდინავიური ქვეყანა მალე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი გახდება.

ფინეთი ოფიციალურად გამოცხადდება ნატოს წევრად მის მომავალ სამიტზე, რომელიც ივლისში ლიეტუვაში გაიმართება.

თურქეთის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს სტაბილურობას ბალტიის რეგიონსა და ჩრდილოეთ ევროპაში.

ფინეთისთვის მხარის დაჭერის მიუხედავად, თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე კვლავ უარს ამბობს და ქვეყანას ქურთი მებრძოლების მხარდაჭერასა და თურქეთისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს. 

დღის გადაცემები