19.04.2024 | 19:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "უკრაინის საკითხში დიპლომატია ეფექტურია"

"უკრაინის საკითხში დიპლომატია ეფექტურია", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით,  "მარცვლეულის შეთანხმება" და პატიმრების გაცვლა ადასტურებს დიპლომატიური გზებით, კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას.  

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას თურქეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომის თემაზე და აღნიშნა, რომ ანკარა სიტუაციის გამოსწორებას ომის პირველივე დღიდან ცდილობდა. 

"ორივე ქვეყნის ლიდერებთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზება უკრაინასთან დაკავშირებით. „მარცვლეულის შეთანხმება“ და პატიმრების გაცვლა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის, ადასტურებს უთანხმოების დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობას", - აღნიშნა ერდოღანმა.

მან დასძინა, რომ "მარცვლეულის შეთანხმების" წყალობით, შავი ზღვის პორტებიდან 11 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი გახდა შესაძლებელი.
 
თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ხელშეკრულების 120 დღით გახანგრძლივება აფრიკის ქვეყნების მოსახლეობას სასურსათო პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

დღის გადაცემები