23.04.2024 | 13:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქული მხარის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინთან ისაუბრებს

4 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ისაუბრებს.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი, იბრაჰიმ კალინი ავრცელებს.

კალინმა არ დაასახელა დეტალები და თემები, რომლებზეც ერდოღანი აპირებს საუბარს.

ცნობისთვის, ერდოღანსა და ზელენსკის შორის ბოლო საუბარი 11 დეკემბერს შედგა. მაშინ საუბარი ეხებოდა თურქეთის ჰუმანიტარულ დახმარებას, "მარცვლეულის შეთანხმებას", ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებასა და “მშვიდობის ფორმულას".

იმავე დღეს შედგა ბოლო საუბარი ერდოღანსა და პუტინს შორის.

მხარეებმა "სხვადასხვა სფეროში გაფართოებადი ორმხრივი ურთიერთქმედების საკითხები" განიხილეს და თურქეთში რეგიონული გაზის ჰაბის შექმნის იდეაზე მოსაზრებები გაცვალეს.

დღის გადაცემები