19.04.2024 | 18:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"ახალი ცივი ომი" - ერდოღანის პრესსპიკერმა რუსეთსა და დასავლეთს ახალი შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ახალი ცივი ომის დასაწყისია, მისი დასასრულისთვის აუცილებელია რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის ახალი შეთანხმების გაფორმება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა

"აქ არის ბრძოლა ჰეგემონიისთვის რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამ გეოპოლიტიკურ დონეზე სხვა ურთიერთქმედებაა საჭირო. რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი შეთანხმება უნდა დაიდოს", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

იბრაჰიმ კალინი მიიჩნევს, რომ ჩვენ ახალი ცივი ომის მოწმენი ვართ.

მისი აზრით, ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ყველა ძირითადი მხარე არ შეიმუშავებს ახალი შეთანხმების პარამეტრებს.

დღის გადაცემები