26.04.2024 | 08:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კრემლი: "ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ რუსეთი დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას"

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას.

"ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ღიაობა სერიოზული დიალოგისთვის იმ პირობით, რომ კიევის ხელისუფლება შეასრულებს ცნობილ და არაერთხელ გაჟღერებულ მოთხოვნებს და გაითვალისწინებს ახალ ტერიტორიულ რეალობას", - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი უკრაინის კონფლიქტში დესტრუქციულ როლს ასრულებს.

"რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დასავლური სახელმწიფოების დესტრუქციულ როლს, კიევში იარაღის გაგზავნითა და ოპერატიული ინფორმაციისა და მითითების მიწოდებით", - აცხადებენ კრემლში.

დღის გადაცემები