26.04.2024 | 10:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთმა ნატოსგან დახმარება მოითხოვა

მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, თურქეთმა ნატოსგან საგანგებო დახმარება მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

თურქეთის ხელისუფლებამ მოითხოვა სამედიცინო დახმარება და აღჭურვილობა, სხვადასხვა სამძებრო და სამაშველო დანაყოფები, ასევე სრულად აღჭურვილი საველე საავადმყოფოები ტექნიკური პერსონალით შეკრებისთვის.

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 1 900-ს გადააჭარბა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.

დღის გადაცემები