24.04.2024 | 22:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთის ოპოზიციამ პრეზიდენტის პოსტზე ერთიანი კანდიდატი წარმოადგინა

თურქეთის სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ქემალ კულიჩდაროღლუ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციამ ერთიან კანდიდატად დაასახელა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

კანდიდატი თურქეთის 6 ოპოზიციური პარტიის ალიანსმა დაასახელა. 

"ჩვენი მზიანია ქვეყნის განვითარება და აყვავება, მშვიდობა და სიხარული. თურქეთის მართვას კონსულტაციებისა და კონსენსუსის საფუძველზე ვაპირებთ", - განაცხადა კალიჩდაროღლუმ.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს ჩატარდება. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია საპარლამენტო მმართველობის ფორმის დაბრუნებას გეგმავს, რომელიც ერდოღანმა საპრეზიდენტოთი შეცვალა.  გარდა ამისა, "სახალხო ალიანსი" ინფლაციასთან ბრძოლას, ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის აღდგენას და ევროკავშირში თურქეთის ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას გეგმავს. 

დღის გადაცემები