25.04.2024 | 18:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზარალებული 10 პროვინცია სტიქიის ზონად გამოაცხადა და რეგიონში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში დახმარება 70-მა ქვეყანამ შესთავაზა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაზარალებული ადამიანების დროებით დასაბინავებლად ანტალიის ტურისტულ ჰაბში სასტუმროების გახსნა იგეგმება.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 3 549-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას მინიმუმ 5 151 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის გადაცემები