13.12.2024 | 02:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას რამდენიმე კვირის წინ უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას რამდენიმე კვირის წინ უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გაკეთებულ ორ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ყველაფერი მთავრობის წინააღმდეგ გაკეთებული ბინძური ცილისწამება იყო. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არაერთი მიმართვის მიუხედავად, უკრაინულ მხარეს გაკეთებული განცხადებების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ წარუდგენია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველო სანქცირებულ რუსულ კომპანიებსა და ინდივიდებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

"ჩვენ მათ მივმართეთ, დავურეკეთ, დავუკავშირდით, ვუთხარით, რატომ გააკეთეს ეს, კარგად მოგეხსენებათ, მაშინ თქვეს, რომ თითქოს საქართველო ეხმარება სანქცირებულ კომპანიებს, რუსულ კომპანიებს და ინდივიდებს სანქციების გვერდის ავლაში, არავითარი ფაქტი, არგუმენტი არ წარუდგენიათ, ჩვენ მათ დავუკავშირდით, მოვთხოვეთ მტკიცებულებების წარმოდგენა, დაბარებული გვყავდა ელჩის წარმომადგენელი, დღემდე არავითარი მტკიცებულება არ მიგვიღია. ეს რას ნიშნავს, სად არის თქვენი რეაქცია, პატრიოტო დეპუტატებო, სად არის თქვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, რატომ არის სიჩუმე ამაზე? ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

დღის გადაცემები