27.04.2024 | 03:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ინდოეთი დღეს და ხვალ "დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს, რომელსაც სერგეი ლავროვიც დაესწრება

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში 1-2 მარტს "დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები რუსეთის ომი და აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობა იქნება.

შეხვედრაზე დასასწრებად ნიუ-დელიში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც ჩავიდა.

"დიდი ოცეულის" შეხვედრას დაესწრებიან აშშ -ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯეიმზ კლევერლი, ჩინეთის საგარეო მინისტრი, ცინ განი და სხვა. საერთო ჯამში, ნიუ-დელის შეხვედრას დაესწრებიან 40 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის "დიდი ოცეულის" არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც მასპინძელმა ქვეყანამ, ინდოეთმა მიიწვია.

დღის გადაცემები