08.05.2024 | 08:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი: "ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალს გეგმავს საკუთარი თავისთვის"

ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალს ხედავს თავისთვის და რუსეთი მას ამაში ვერ დაეხმარება,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ერიტრეას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ოსმან სალეჰთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რაც შეეხება ევროკავშირის გარკვეული ქმედებებისა თუ უმოქმედობის მიზეზებს, მიჭირს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. ახლა, ზოგადად, ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რა არის ევროკავშირის პოლიტიკა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ მოაწერეს ხელი ნატო-სთან სრული თანამშრომლობის დეკლარაციას. მათ უბრალოდ უნდა გადაწყვიტონ, რა მომავალს გეგმავენ საკუთარი თავისთვის. აქ ჩვენ მათ ვერანაირად ვერ დავეხმარებით, მაგრამ არც ხელს შევუშლით", - აღნიშნა ლავროვმა.

დღის გადაცემები