26.04.2024 | 08:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი ჩინეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ვან ის მოსკოვში შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ვან ის მოსკოვში შეხვდა.

უმაღლესი რანგის ჩინელი დიპლომატის განცხადებით, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ძალისხმევის წყალობით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა "ფრიად დინამიურად ვითარდება".

"რუსეთი და ჩინეთი, ჰეგემონიების გარეშე, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ერთგულნი რჩებიან", - განუცხადა ვან იმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.

ვან ის თქმითვე, ის იმუშავებს ოფიციალურ მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობების "გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის".

გარდა ამისა, კრემლმა დაადასტურა, რომ ვან ი რუსეთის პრეზიდენტსაც შეხვდება.

დღის გადაცემები