26.04.2024 | 09:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი: "ჩვენ არ გვაქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ საკითხთა ფართო სპექტრზე.

ლავროვის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივად საუბრობს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე რუსეთს არ დაამარცხებენ.

"ჩვენ არ გვაქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტიდან დაწყებული უთვალავი მრჩევლით დამთავრებული, გამუდმებით ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე უკრაინა არ დაამარცხებს რუსეთს", - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღის გადაცემები