26.04.2024 | 10:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს ესაუბრა

ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უკრაინის "კრიზისის" საკითხზე ესაუბრა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა.

ოფიციალური პეკინი აღნიშნავს, რომ ორივე მხარემ უკრაინის "კრიზისთან" დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცინ განმა უკრაინაში "კრიზისის" მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ცინ განმა და სერგეი ლავროვმა აღნიშნეს, რომ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი სატელიტების გლობალურ საქმეებში ჰეგემონიის დამყარების პოლიტიკა.

დღის გადაცემები