26.04.2024 | 00:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი - "ევროკავშირმა საბოლოოდ დაკარგა ავტონომია და უზარმაზარ ზარალს განიცდის იმის გამო, რაშიც აშშ-მა ჩაითრია"

ევროკავშირმა საბოლოოდ დაკარგა ავტონომია და უზარმაზარ ზარალს განიცდის იმის გამო, რაშიც აშშ-მა ჩაითრია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ს აქვს რაღაც დასამალი თავისი ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ მთელს მსოფლიოში.

"რუსეთის გაუქმების" დაუფიქრებელი კურსის გატარებით ანგლო-საქსებმა მიაღწიეს მთელი კოლექტიური დასავლეთის, ნატო-ს, ასევე ევროკავშირის უპირობო დაქვემდებარებას, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა კურსი სტრატეგიული ავტონომიისკენ" – თქვა ლავროვმა.

დღის გადაცემები