26.04.2024 | 23:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი: "ევროკავშირმა რუსეთი "დაკარგა"

რუსეთი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა "Аргументы и факты"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ევროკავშირმა "დაკარგა" რუსეთი, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად არის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად კავშირის ლიდერები ხომ ღიად აცხადებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ. ამ მიზეზების გამო, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად მივიჩნევთ", - განაცხადა ლავროვმა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს შორის მან დაასახელა უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდება, ასევე უკრაინაში ინსტრუქტორებისა და დაქირავებული მებრძოლების გაგზავნა.

ლავროვის თქმით, მოსკოვმა გამოიტანა საჭირო დასკვნები და, შესაბამისად, აპირებს იმოქმედოს "მკაცრად, თუკი საჭირო იქნება".

ამასთან, მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი უარს იტყვის "ანტირუსულ კურსზე", მოსკოვი განიხილავს წინადადებებს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის შესაბამისად.

დღის გადაცემები