16.04.2024 | 15:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი დასავლეთზე: "ჯობს, დაკავდნენ ევროპული პრობლემებით"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს მიმართავს, დაკავდნენ ევროპული პრობლემებით.

"გამოვდივართ იქიდან, რომ ჩვენი დასავლელი მეზობლები რაღაც ეტაპზე მაინც მიხვდებიან აბსოლუტურ კონტრპროდუქტიულობას და საფრთხეს, რომელსაც გამოიწვევს უკრაინის მომარაგება შეიარაღების თანამედროვე სახეობებით, უკრაინის რეჟიმის წახალისებით, განაგრძოს უგუნური ქმედებები სამოქალაქო პირებზე, თავისივე მოქალაქეებზე თავდასხმით" , - განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ დასავლეთს ცხოვრება აიძულებს მიუკერძოებლად შეხედონ ფაქტებს.

"ვიმედოვნებ, რომ მიუხედავად ამისა, ცხოვრება მათ აიძულებს მიუკერძოებლად შეხედონ ფაქტებს, უარი თქვან ხელოვნურად გამოგონილ კონფრონტაციულ ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე და ჯობს, დაკავდნენ ევროპული პრობლემებით" , - განაცხადა ლავროვმა.

დღის გადაცემები