19.04.2024 | 14:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი: "არავის მოსწონს საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ის დომინირების დამყარების მცდელობები"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთის მცდელობებს, რომ რუსეთი იზოლირებული ყოფილიყო, წარმატებები არ მოჰყოლია.

"ეს მცდელობები უშედეგოა. ჩვენი დასავლელი კოლეგების ამ მცდელობებს არ ჰქონიათ რაიმე მატერიალური განსახიერება", - აღნიშნა ლავროვმა.

მან, ასევე, დასძინა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა არ იზიარებს მსოფლიო ასპარეზზე შეერთებული შტატების და მოკავშირეების დომინირების დამყარების მცდელობებს.

"მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არ იზიარებს ძალისმიერი ქმედებებით, უკანონო სანქციებით, ულტიმატუმებით, შანტაჟით, საერთაშორისო ასპარეზზე შეერთებული შტატების და დასავლელი მოკავშირეების დომინირების დამტკიცებას. ეს არავის მოსწონს", - განაცხადა ლავროვმა.

დღის გადაცემები