26.04.2024 | 11:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი - "აშშ და მოკავშირეები ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ პოლიტიკას აყალიბებებდნენ ცნობილი პრინციპით - ის, რა თქმა უნდა, ძაღლის შვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლის შვილია"

დასავლეთი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ პოლიტიკას აყალიბებს პრინციპით - "ის, რა თქმა უნდა, ძაღლის შვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლის შვილია" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.

მან გაიხსენა, რომ ივლისის ბოლოდან უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ცენტრსა და მის შემოგარენს დისტანციურად ნაღმავენ აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით - "ლეპესტოკით" მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოყენება არღვევს 1997 წლის კონვენციას, რომელიც უკრაინის მიერ არის რატიფიცირებული.

"ასეთი სისასტიკე შესაძლებელი გახდა და დაუსჯელი რჩება იმის გამო, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, საერთაშორისო უფლებადამცველი ინსტიტუტების თანხმობით, სისტემატურად ფარავდნენ კიევის რეჟიმის დანაშაულებს რვა წლის განმავლობაში და აყალიბებდნენ თავიანთ პოლიტიკას ზელენსკის მიმართ ცნობილი ამერიკული პრინციპით - ის, რა თქმა უნდა, ძაღლის შვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლის შვილია" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"რია ნოვოსტი" წერს, რომ ლავროვის აღნიშნული ციტირებული გამოთქმა მიეწერება აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს, რომელმაც ასე თქვა ანასტასიო სომოზა გარსიაზე, ნიკარაგუელ სამხედროსა და სახელმწიფო მოღვაწეზე, რომელსაც აშშ-მა პოლიტიკური მხარდაჭერა მისცა მისი ანტიკომუნისტური შეხედულებების გამო.

დღის გადაცემები