24.04.2024 | 11:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების შეკავების მიზნით, დასავლეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მილიტარიზაციას ახორციელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების შეკავების მიზნით, დასავლეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მილიტარიზაციას ახორციელებს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პირველმა დიპლომატმა ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში მისი ქმედებების გამო გააკრიტიკა. ამასთან, დასავლური მედია აღნიშნავს, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს როგორც რუსეთი, ისე დასავლეთი პოტენციური სტრატეგიული გეოპოლიტიკური ბრძოლის ველად განიხილავენ.

"ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ნატო-დან ცდილობენ ამ სივრცეს დაეპატრონონ" - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინდოეთ-წყნარი ოკეანის სტრატეგია რეგიონული თანამშრომლობისთვის "ინკლუზიური სტრუქტურების" გვერდის ავლის მცდელობა იყო. როგორც ლავროვმა დასძინა, ეს მოიცავს "ამ რეგიონის მილიტარიზაციას, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების შეკავებაზე აშკარა ფოკუსით".

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მომხრეა ისეთ ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მშენებლობის, რომელიც არის "თავისუფალი და ღია, სტაბილური და აყვავებული, მედეგი და უსაფრთხო".

დღის გადაცემები