16.04.2024 | 14:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ლავროვი: "რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ყურადღება უნდა გადაერთოს "მესამე მსოფლიოზე"

რუსეთისთვის აზრი არა აქვს დასავლეთის ქვეყნებში ადრინდელი დიპლომატიური ყოფნის შენარჩუნებას, განაცხადა სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ თანამშრომლებთან შეხვედრაზე. ლავროვს მიაჩნია, რომ პირობებს, რომლებშიც მუშაობენ დასავლეთში რუსეთის დიპლომატები, "ძნელია ვუწოდოთ ადამიანური", ამასთან ევროპა ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთთან თანამშრომლობა.

ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ყურადღება უნდა გადაერთოს „მესამე მსოფლიოზე“ - აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნებზე. „აფრიკას ჯერ კიდევ აუთვისებელი კოლოსალური რაოდენობის ბუნებრივი რესურსები მოეპოვება. ლათინური ამერიკის უდიდესი ნაწილი არა მხოლოდ განაგრძობს ჩვენთან ურთიერთობებს, არამედ დაინტერესებულია მისი გაღრმავებით“, - აღნიშნა მან.

ლავროვის სიტყვებით, ახალი კავშირების გაძლიერება საშუალებას მოგვცემს აშკარად ვაჩვენოთ, რომ რუსეთი არ იმყოფება პოლიტიკურ იზოლაციაში.

მინისტრი შეეხო უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხს. მან თქვა: "ის, რაც ახლა ხდება, დაწვრილებით აღწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის გამოსვლებში, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ოთხ ახალ სუბიექტთან ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში - ეს არის კოლონიური აზროვნების ნამდვილი რეციდივი, მისწრაფება ყველა და ყველაფერი საკუთარ ნებას დაუმორჩილო, დაამტკიცო, რომ „მე, ჰეგემონი (იგულისხმებიან ჩვენი ამერიკელი კოლეგები), ვიცხოვრებ პრინციპით: რაც მინდა, იმას ვაკეთებ."

ლავროვმა ასევე ისაუბრა „სახელმწიფო გადატრიალებაზე უკრაინაში, რომელიც ჩატარდა ნაცისტური ლოზუნგებისა და SS-ის დროშებით" და აშშ-ს დასდო ბრალი ამ გადატრიალების მომზადებაში.

სერგეი ლავროვს არ დაუზუსტებია, დასავლეთში რუსეთის დიპლომატიური ყოფნის კონკრეტულად რომელი ასპექტების შემცირების წინადადებით გამოდის და შეეხება თუ არა შემცირება საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის საკონსულო დახმარების აღმოჩენას.

დღის გადაცემები