13.12.2024 | 05:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჩინეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

ჩინეთში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, აქციების ეპიცენტრი ქალაქი შანხაი გახდა. ამის შესახებ CNN იუწყება. 

აქციების მიზეზი მოსახლეობის მიერ ახალი კოვიდ შეზღუდვების გაპროტესტება გახდა.

ამასთანავე, საპროტესტო აქციებზე, რომლებიც შანხაის გარდა, პეკინსა და სხვა ქალაქებში გაიმართა, სულ უფრო ხშირად ისმის ჩინეთის კომუნისტური პარტიის კრიტიკა და მისი ლიდერის, სი ძინპინის გადადგომის მოთხოვნებიც.

აქციების მონაწილეთა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა, დაშავებულთა და დაკავებულთა რაოდენობა უცნობია, რადგანაც ჩინეთში ინფორმაციის გავრცელების კუთხით მკაცრი ცენზურა მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე პირველად დაახლოებით 40 წლის განმავლობაში ჩინეთის ლიდერი მესამედ გახდა ამ პარტიის და ქვეყნის პირველი პირი, აქამდე ჩინეთში დაუწერელი კანონი მოქმედებდა, რომლის მიხედვით ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი ამ თანამდებობას, როგორც წესი, ორჯერ იკავებდა.

დღის გადაცემები