18.04.2024 | 23:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სი ძინპინი: "ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები მკაფიო ისტორიული ლოგიკის მიხედვით ვითარდება"

ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ვითარდება მკაფიო ისტორიული ლოგიკის მიხედვით და ძლიერ შიდა მამოძრავებელზე, - ამის შესახებჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის სტატიაშია აღნიშნული, რომელიც რუსულ მედიაში გამოქვეყნდა.

"ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ვითარდება მკაფიო ისტორიული ლოგიკით და ძლიერ შიდა მამოძრავებელზე. უკვე 10 წელია, ორმხრივი თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და თავდაჯერებული ნაბიჯებით ახალ ეპოქაში შედის", - წერს სი ძინპინი.

მისი თქმით, ჩინეთი და რუსეთი არიან ყველაზე დიდი მეზობლები, ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სტრატეგიული პარტნიორები, წამყვანი მსოფლიო სახელმწიფოები და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები.

"ორივე ქვეყანა ატარებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს", - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

შეგახსენებთ, სი ძინპინი დღეს რუსეთში ჩადის, სადაც რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

დღის გადაცემები