20.04.2024 | 02:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თეთრი სახლი არ ეთანხმება სი ძინპინს, რომ ჩინეთს უკრაინის ომში მიუკერძოებელი პოზიცია უჭირავს

თეთრი სახლი არ ეთანხმება ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიერ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით "მიუკერძოებელი და ობიექტური პოზიცია“ უჭირავს.

"არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გონივრულად შეხედო ჩინეთს, როგორც მიუკერძოებელს," – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

ცნობისათვის, გუშინ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით "მიუკერძოებელი და ობიექტური პოზიცია“ უჭირავს.

დღის გადაცემები