18.04.2024 | 18:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჩინეთის თავდაცვის უწყება - აშშ-ის საბრძოლო ხომალდი ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში კანონის დარღვევით შევიდა

ოფიციალური პეკინის განცხადებით, შეერთებული შტატების საბრძოლო ხომალდი ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში კანონის დარღვევით შევიდა.

ჩინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, შემთხვევა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, პარასელის კუნძულებთან ახლოს მოხდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საბრძოლო ხომალდმა საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია და ის სტაბილურობასა და მშვიდობას ძირს უთხრის. თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ისინი საჭირო ზომების მისაღებად მუდმივად მზად არიან.

დღის გადაცემები