25.04.2024 | 06:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ჩინეთმა უარი თქვა იმის დადასტურებაზე, რომ აშშ-ის თავზე ჯაშუშური აეროსტატი გაგზავნა

ჩინეთმა უარი თქვა იმის დადასტურებაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავზე ჯაშუშური აეროსტატი მან გაგზავნა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება აგრძელებს ბრალდებებთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვებას და აღნიშნავს, რომ მშვიდად სურს ვაშინგტონთან აღნიშნული ბრალდებების მოგვარება.

"ჩინური მხარე აგროვებს და ამოწმებს ფაქტებს",- განაცხადა პრესსპიკერმა მაო ნინგმა.

მან ამასთან აღნიშნა, რომ ჩინეთს არ სურს სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა.

"რაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არის ის, რომ სანამ ჩვენ გვექნება ფაქტების მკაფიო გაგება, სპეკულირება არ იქნება გამოსადეგი ამ საკითხის სწორად მოგვარებისთვის," - განაცხადა პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, პენტაგონის განცხადებით, თვალყურს ადევნებენ ჩინეთის ჯაშუშურ საჰაერო ბურთს, რომელიც შეერთებული შტატების თავზე დაფრინავს. აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ბურთს რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებიან მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა და მაღალ სიმაღლეზე დაფრინავს.

დღის გადაცემები