08.05.2024 | 16:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სი ძინპინი რუსეთში 20 მარტს ჩავა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი 20-22 მარტს რუსეთს ეწვევა, - ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით, პრეზიდენტი სი ძინპინი 20-22 მარტს სახელმწიფო ვიზიტით რუსეთს ეწვევა", - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ინფორმაციას კრემლიც ადასტურებს და აცხადებს, რომ ვიზიტის დროს ორი ლიდერი სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

"მოლაპარაკებების დროს განიხილება ყოვლისმომცველი პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ აქტუალური საკითხები", - აცხადებენ კრემლში.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება "რამდენიმე მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტს".

დღის გადაცემები