26.04.2024 | 05:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჩინეთის განცხადებით, იგი მზადაა, რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააძლიეროს

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ტან კეფეიმ განაცხადა, რომ პეკინი მზადაა, რუს სამხედროებთან სტრატეგიული კომუნიკაციისა და კოორდინაციის სავარაუდო გასაძლიერებლად ითანამშრომლოს.

მისივე თქმით, ორივე ქვეყანა იმუშავებს "უსაფრთხოების სფეროში გლობალური ინიციატივების" განხორციელებაზე.

კეფეიმ აღნიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია გააღრმავებენ "სამხედრო ნდობას" და ერთობლივად "დაიცავენ" სამართლიანობას საერთაშორისო არენაზე. სახელმწიფოები ასევე გააგრძელებენ ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირებისა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას.
დღის გადაცემები