26.04.2024 | 15:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჩინეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ვან ის მოსკოვში შეხვდა.

კრემლის ლიდერის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობები კარგად ვითარდება. პუტინის განცხადებითვე, მიმდინარე წელს ორ ქვეყანას ვაჭრობის ახალ დონეს შეუძლია მიაღწიონ.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვან ისთან საუბრისას არსებულ საერთაშორისო ვითარებას "რთული" უწოდა.

კრემლის ლიდერის განცხადებით, ელის ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის რუსეთში ვიზიტს. მისივე თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობა რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვან ის თქმით კი, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სხვა ქვეყნების ზეწოლას არ დაემორჩილება.

მისივე თქმით, ორი ქვეყანა მზად არის სტრატეგიული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

გარდა ამისა, უმაღლესი რანგის ჩინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ოფიციალური პეკინი მზადაა მოსკოვთან პარტნიორობა ორი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე გააძლიეროს.

ვან ი პუტინთან შეხვედრამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა.

დღის გადაცემები