25.04.2024 | 01:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჩინეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

ჩინეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვან ი მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა.

ვან ისა და ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, ისინი "ეწინააღმდეგებიან ცივი ომის მენტალიტეტის შემოღებას".

მათივე თქმით, ჩინეთი და რუსეთი "ეწინააღმდეგებიან ცალმხრივი ბულინგის ყველა ფორმას".

მედიის ცნობით, ვან ი შეხვედრას გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან. როგორც მედია წერს, შესაძლოა ჩინეთის უმაღლესი რანგის დიპლომატი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც შეხვდეს.

დღის გადაცემები