13.12.2024 | 05:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ყველა ჩვენი პროგნოზი გამართლდა"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა "ობიექტივის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პატრიოტები უკრაინაში ომის დაწყების არსებულ საფრთხეებზე ჯერ კიდევ შარშან საუბრობდნენ და ყურადღებას იმაზე ამახვილებდნენ, რომ საქართველო ამ ომში არ უნდა ჩაებას. მისივე თქმით, დღეს ჩვენ უკვე ომის გაფართოვების რეალული საფრთხის წინაშე ვდგავათ, ამიტომაც საქართველომ მაქსიმალურად უნდა ეცადოს, დაათბოს ურთიერთობა რუსეთთან, რათა დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეს. 

 "ყველა ჩვენი პროგნოზი გამართლდა. ჯერ კიდევ შარშან ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინაში იქნებოდა ომი და საქართველო ამ ომში არ უნდა ჩაებას. ომი დაიწყო. მერე ვამბობდით, რომ ამ ომში საქართველოს ჩათრევა უნდათ. ესეც გამართლდა.

ახლა გეუბნებით, რომ ეს ომი გაფართოვდება. საქართველო ამაზე უნდა ფიქრობდეს, ამ ამბავს უნდა გადაურჩეს. ამას რატომ ვფიქრობ? იმიტომ რომ ისე იქცევა ამერიკაც და ბრიტანეთიც - განსაკუთრებით, ესენი, რომ მართლა მიაწვდიან ისეთ იარაღს უკრაინას, რომ უკრაინა მართლა დაიწყებს რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას და ამას მოჰყვება პირდაპირი დარტყმა ნატოს ქვეყანაზე. ამით დაიწყება, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი და საქართვლო ამას უკვე ვეღარ გადაურჩება. ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ როგორმე ამას გადავურჩეთ.

ახლა ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და თუნდაც იგივე პარალელურ იმპორტში ჩავერთოთ - იმიტომ კი არა, რომ ჩვენთვის ეს ეკონომიკურად კარგია, არადა, ძალიან კარგია, მაგრამ იმიტომაც, რომ რუსეთთან დავათბოთ რაღაცნაირად ურთიერთობა და არ აღმოვჩნდეთ დარტყმის ქვეშ. ჩვენ გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობის დათბობა. და ახლა ორმაგად კარგია, რომ აქ შეიძლება სიმდიდრეც მოვიდეს, იმიტომ რომ პარალელური იმპორტი მნიშვნელოვანია მათთვის და ჩვენთვის ფულის წყაროა. ასე რომ, აქ გონივრული მოქმედებებია საჭირო. ხელისუფლება რას იზამს და როგორ, ჯერ მე ვერ გეტყვით, მაგრამ ახლა არის დრო, როდესაც ამ საკითხებზე ხელისუფლებასთან დიალოგია საჭირო", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები