26.04.2024 | 12:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "ფილოსოფია, რომ ნატო ამა თუ იმ ქვეყანას დაეხმარება, დაინგრა"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. "ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი მსოფლიოს გადანაწილების პროცესში დავინახოთ. ამოსავალი წერტილი ჩვენთვის უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები. უკრაინა უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი. ფილოსოფია, რომ ნატო ამა თუ იმ ქვეყანას დაეხმარება, დაინგრა და ის უკრაინაში განვითარებულმა პროცესებმა დაანგრია. თავად უკრაინამ დაინახა, რომ ნატომ მის დასახმარებლად არანაირი ნაბიჯი არ გადადგა. განცხადებები იყო და დღესაც გრძელდება, რომ ნატო მის ფარგლებს არ გასცდება. დღეს თუ თვალს გადავავლებთ საერთაშორისო ექსპერტების ანალიზს, დავინახავთ, რომ ნატოს რეორგანიზაციის თემა ძალიან აქტუალურია. ბევრი უკვე თამამ აზრებსაც გამოთქვამს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ღიად ვლაპარაკობდით, რომ ნატო დაიშლება, ტრანსფორმირდება და მისგან სრულიად სხვა ტიპის ორგანიზაციის ფორმირებას ელიან. ჩვენ ადრეც ვახსენეთ ირანის, თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ყალიბდება სრულიად სხვა საერთაშორისო დღის წესრიგი. უსაფრთხოების სისტემაზე იცვლება საერთოდ წარმოდგენები, მოდელები იცვლება. სწორედ ამიტომ ჩვენი ადგილი მსოფლიოში ახლიდან უნდა დავინახოთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები