25.04.2024 | 08:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "ეს არის ეტაპები სახელმწიფოების ცხოვრებაში, როდესაც ყველა უნდა გაუფრთხილდეს სიტყვას და ყველამ უნდა მოზომოს"

ასე გამოეხმაურა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას. რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო დეპარტამენტების გაერთიანებული საბჭოს სხდომაზე შოიგუმ განაცხადა, რომ ნატოს ჯგუფების რაოდენობა რუსეთის საზღვრებთან მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ 2,5-ჯერ გაიზარდა. ინაშვილის თქმით, "როგორც სიგნალი, ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მის საზღვრებთან ნატოს დაჯგუფებების გაძლიერება არ შეწყვეტილა".
"სტატისტიკაც მოიყვანა, რომ თებერვლიდან ორნახევარჯერ გაიზარდა რუსეთის საზღვრებთან ნატოს ჯარისკაცთა რაოდენობა. 30 ათას ადამიანზე იყო საუბარი. მინისტრმა თქვა, რომ ეს არის მისი ქვეყნისთვის საფრთხე. ამ ფონზე მიდის საუბარი, რომ ნოემბრის ბოლოს უნდა შედგეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი. ამ სამიტზე ჩვენ რომ არაფერს მოგვცემენ, ყველამ იცის, ვერაფერს ვერ მიიღებს საქართველო. ისევ არის ღია კარი და ამ კარში არავინ არ გიშვებს. მაგრამ ეს ისევ არის გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთისთვის, რომ ვითომ აპირებენ რაღაც მოგვცენ, მაპიც არა, მაპის მაგვარი და ა.შ. ეს სამიტიც რუსეთის გაღიზიანებაში, ნახავთ, რომ წვლილს შეიტანს. ამიტომ დიდი სიფრთხილე და გონივრულობაა საჭირო. ყოველ სიტყვას აქვს თავისი დატვირთვა. ეს არის ეტაპები სახელმწიფოების ცხოვრებაში, როდესაც ყველა უნდა გაუფრთხილდეს სიტყვას და ყველამ უნდა მოზომოს. განსაკუთრებით ეს ქვეყნის პირველ პირებს ეხება, რომლებიც საერთაშორისო ტრიბუნებზე გამოდიან", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები