18.04.2024 | 23:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა პროცესში, რომელიც ეხება საარჩევნო გარემოს და ასევე სხვა ცვლილებებს"

"რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებისგან ძალიან შორსაა. საუბარი მიდის იმაზე, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის ფუნდამენტი იმ 12 პუნქტის, რომელიც უნდა შეასრულოს "ქართულმა ოცნებამ". კი, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური ჩაგვრის მაგალითი არ იყო ის, რაც "პატრიოტთა ალიანსის" მიმართ ჩაიდინეს? სრულიად უკანონოდ წაგვართვეს კომისიის წევრები. 19 აპრილის შეთანხმებაშიც და 12 პუნქტიან დოკუმენტშიც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ამაში იგულისხმება, რომ უნდა აღდგეს სამართლიანობა, რომელიც დარღვეულია ჩვენს მიმართ. თვალი აქვთ ამაზე დახუჭული იგივე ელჩებსაც, პარლამენტსაც, ვითომც არაფერი არ ხდება. აი, აქედან უნდა დაიწყო ყველაფერი. რა დანაშაულიც ჩაიდინეს, რომ საპარლამენტო პარტიას წაართვეს კომისიის წევრები, სრულიად უკანონოდ, - ეს უნდა დაბრუნდეს საკანონმდებლო ჩარჩოში. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა პროცესში, რომელიც ეხება საარჩევნო გარემოს და ასევე სხვა ცვლილებებს, თუ საუბარი "პატრიოტთა ალიანსიდან" დაიწყება", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები