19.04.2024 | 21:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ცხორაგაული: "ხელისუფლებამ დროულად უნდა გამოიფხიზლოს! ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ და ეს დრო ნამდვილად არ აქვს ქვეყანას!"

"2017 წელს "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუციის მორგება თავის თავზე დაიწყო. მაშინ გახსოვთ, ჩვენი საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელი, ქალბატონი ირმა ინაშვილი რეგიონებში კვალდაკვალ დაჰყვებოდა კობახიძეს, როდესაც იგი ამ კონსტიტუციას განიხილავდა. გახსოვთ, როგორ იბრძოდა ირმა ინაშვილი და "პატრიოტთა ალიანსი", რომ არ ყოფილიყო ჩანაწერი, სადაც ეწერებოდა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არის ნატო. გამომდინარე იქიდან, რომ მათ მაინც ჩაწერეს ეს კონსტიტუციაში, ანუ კონსტიტუციაშივე მათ შეგვიქმნეს ილუზიური, მირაჟული სწრაფვა იმ ღია კარებში, რომელშიც შენ არასოდეს შეგიშვებენ. ანუ, რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ"? მათ დაიკავეს ე.წ. ორი სკამის პოზიცია. ერთი სკამი ამერიკასა და ევროპას, მეორე სკამი კი, - ჩუმად, კულუარული მოლაპარაკებებით რუსეთთან. ანუ, "ქართულმა ოცნებამ" კვლავ ის წყალი ნაყა და გვატყუებდა, რომ ეს იყო ჩვენი სწრაფვა, მაგრამ თვითონაც კარგად იცოდა, რომ ეს ასე არ იქნებოდა. იგივე ხდება იმ ევროკავშირთან მიმართებაშიც. ასე რომ, ხელისუფლებამ დროულად უნდა გამოიფხიზლოს და ქვეყანაში კონკრეტული და რეალური სიტუაციების შექმნა დაიწყოს. დაიწყოს კონკრეტული პოლიტიკის კეთება. ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ და ეს დრო ნამდვილად არ აქვს ქვეყანას", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა ირმა ცხორაგაულმა.

დღის გადაცემები