13.12.2024 | 05:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი: საქართველოს ომში ჩათრევა თავიდანვე მიზანდასახული გეგმა იყო!

"ყველამ დაინახა, ახლა - ზელენსკის განცხადებებიდან, განსაკუთრებით, ბატონი არესტოვიჩის განცხადებებიდან, რომ საქართველოს ომში ჩათრევა თავიდანვე მიზანდასახული გეგმა იყო. ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით. ახლა ეს ყველაფერი დადასტურდა. გეგმა იყო ისეთი, რომ საქართველოში პროვოკაცია უნდა მომხდარიყო სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებთ. ეს გეგმა პირველი არ ყოფილა, რომ იცოდეთ. შარშან ივლისში, თუ არ ვცდები, როდესაც იყო "ნატოს" წვრთნები, მაშინაც იყო ასეთი გეგმა და წელსაც. კითხვაა: რატომ დაიწერა წერილი პუტინის სახელზე, რომელსაც 55-მა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. იმიტომ დაიწერა, რომ ზუსტად ვიცოდით, პროვოკაცია მზადდებოდა სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით, ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა საქართველოს ომში ჩათრევა და ისიც კი ვიცოდით, რომ საპასუხო გეგმა იყო, რომ სამ დღეში აიღებდნენ საქართველოს. აი ეს ვიცოდით. როდესაც ავსტრიის კანცლერი იყო მოსკოვში, მე და ირმა ინაშვილი ჩავედით და რუსეთის დეპუტაციას შევხვდით. აი, ამ შეხვედრებით და ამ წერილით მოხდა სიტუაციის განმუხტვა. ხელისუფლებას მშვენივრად ესმოდა, რომ ეს სასიკეთო ნაბიჯი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საშინელი პროპაგანდა წარმართა "იმედმაც", "რუსთავი 2-მაც", "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიებზე აღარ არის საუბარი და ლამის მოღალატეებად გამოგვაცხადეს, ლამის კი არა, გამოგვაცხადეს. ახლა, თვითონაც ყველაფერს იგივეს აკეთებენ, იმიტომ რომ მაშინ გადავრჩით. პირდაპირ ვამბობ, ჩვენ გადავრჩით ამ ქმედებების გამო! იმ ხალხს, იმ 55 ორგანიზაციას პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა და ამ ქვეყნისთვის დიდი პატრიოტული საქმე გააკეთეს, რომ ამ ომს გადავრჩით. ახლა კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია და ხელისუფლებას ეს ესმის. ახლა ჩვენ ხომ გავჩერდით და ხელისუფლება იძულებულია, თვითონ გადადგას ეს ნაბიჯები. აი ჩვენ გავჩერდით, სპეციალურად გავჩერდით. ხომ დგამს ამ ნაბიჯებს, ამიტომ ისინი ახლა ამათ ეძახიან მოღალატეებს, მაგრამ ამ  შემთხვევაში არ არის მოღალატე და სწორად იქცევა საქართველოს გადასარჩენად, რომ ომში არ აღმოვჩნდეთ ჩათრეული, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილს ეს არ ესმის. საერთოდ, ეს არის ჩვენი უბედურება, რომ საზოგადოებას ძალიან ხშირად რაღაც არ ესმის. ჩვენ 2003 წელს ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის ძალიან დიდი უბედურება, ხალხს არა მარტო არ ესმოდა - ჩხუბი იყო "როგორ ლაპარაკობთ ამ კაცზე, ამ მხსნელზეო". 2005, 2006, 2007 წელი ასე ვიომეთ და მერე ყველამ შეიძულა, იმიტომ რომ ყველაფერს მიხვდნენ. ბოლოს, კადრები რომ გამოვაქვეყნეთ, საერთოდ აფეთქდა ქვეყანა. ახლა ხელისუფლებას აბრალებენ გამყიდველობას, მაგრამ ვინ აბრალებს?! ის, ვინც კოდორი და ახალგორი გაყიდა. თვითონ გამყიდველები სხვებს აბრალებენ გამყიდველობას და ესენი, ორივენი ჩვენ გვაბრალებენ გამყიდველობას. აი, ეს ტრაგედიაა ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვიღვაწოთ ჩვენი ქვეყნისთვის. პატრიოტები უნდა ვიყოთ, ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, ომს ავარიდოთ, რომ მსხვერპლი არ იყოს და გადარჩეს ის მაინც, რაც გვაქვს. ეს არის ჩვენი ამოცანა! ჩვენი სამშობლო საქართველოა და არა უკრიანა! - ეს უნდა გვესმოდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ განვიცდით იმას, რაც ხდება უკრიანაში. უკრაინელია ირმა ინაშვილის დედა. განვიცდით კიდევაც, გულიც გვტკივა, მაგრამ ახლა ჩვენი თავი გვყავს გადასარჩენი", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები